logo_geo
ელისაბედ II-ის შვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
- +

10 აგვისტო. 2021. 12:54

 

 

ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სასამართლოში უჩივლეს. მას ვირჯინია ჯუფრეს სამჯერ გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“  ავრცელებს.

 

ჯუფრემ სარჩელი აშშ-ის საოლქო სასამართლოში შეიტამა, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს. მისი თქმით, სექსისთვის ის გარდაცვლილმა ფინანსისმა, ჯეფრი ეფშტეინმა მიჰყიდა. ჯუფრეს თქმით, ის 16 წლის ასაკიდან, 2000 წლიდან 2002 წლამდე ეფშტეინის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

 

მისი მტკიცებით, პრინცმა ენდრიუმ ის, დაახლოებით, ორი ათეული წლის წინ გააუპატურა, როდესაც გოგონა 18 წლისაც კი არ იყო.

 

ამასთან, მოსარჩელე ამბობს, რომ ენდრიუსთან სქესობრივ კავშირზე მას მუქარით, შანტაჟითა და ძალადობით აიძულებდნენ. ის ამტკიცებს, რომ პრინც ენდრიუს ის „სექსუალური მონის" სახით ჰყავდა დამწყვდეული.

 

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის შტატის პროკურატურა ითხოვს, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს შვილმა, პრინცმა ენდრიუმ, ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეფშტეინის საქმეზე ჩვენება მისცეს. ენდრიუ და ეფშტეინი მეგობრობდნენ, მედიის ინფორმაციით კი, ინგლისის დედოფლის შვილი ჯეფრი ეფშტეინის „პედოფილურ კუნძულს" 2004 წელს სტუმრობდა.

 

ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯეფრი ეფშტეინი, რომელიც პირად კუნძულს ფლობდა, რამდენიმე წლის წინ პედოფილიაში ამხილეს. ეფშტეინი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირებთან მეგობრობდა.

 

ეფშტეინს პედოფილიაში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, იგი თავისი გავლენებით სარგებლობდა და არასრულწლოვანი გოგონები კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაჰყავდა, სადაც მსოფლიო ელიტა იკრიბებოდა. სამართალდამცავების ცნობით, რამდენიმე მსხვერპლი გოგონა 14 წლის იყო.

 

2019 წლის 10 აგვისტოს ჯეფრი ეფშტეინმა ციხეში თავი მოიკლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი