logo_geo
ხვლიკმა პოლიციაში დაიწყო მუშაობა
- +

29 აპრილი. 2017. 00:44



არიზონას შტატში ხვლიკმა პოლიციაში დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ეივონდეილის პოლიციის სამმართველო Facebook-ზე ავრცელებს.


წვერიანმა პოგონამ (ქვეწარმავალთა სახეობის ერთ-ერთი წარმომადგენელი) ფიცი დადო, შემდეგ კი მას პოლიციის ჟეტონი გადასცეს.


ქვეწარმავალი, რომელსაც პოლიციელებმა აირო შეარქვეს, საპატრულო დეპარტამენტში 2016 წლიდან „მუშაობს". მისი ფუნქციაა, ყნოსვის გამოყენებით აღმოაჩინოს ნარკოტიკების კონკრეტული სახეობები. მეცნიერთა ნაწილის მტკიცებით, რეპტილიას ნარკოტიკების აღმოჩენის ისეთი შესაძლებლობები აქვს, როგორიც სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებსაც კი არ აქვთ.


 

 

 

 




 

right_banner big_banner
არქივი