logo_geo
იაპონიაში გადაუღებელი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს
- +

13 აგვისტო. 2021. 10:32

 

 

იაპონიაში გადაუღებელი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წყალდიდობის რისკი განსაკუთრებით მაღალია ჰიროსიმას პრეფექტურაში.

 

მანამდე იაპონიის მთავრობამ მოსალოდნელი სტიქიის გამო ნაგასაკის პრეფექტურაში მცხოვრებ ასობით ათასს მოქალაქეს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა.

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ამუშავდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმები იაპონიაში სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი