logo_geo
მამაკაცი, რომელმაც 51-წლიანი პატიმრობა მოიხადა, უდანაშაულო აღმოჩნდა
- +

13 აგვისტო. 2021. 14:47

 

 

არტურ ჯონსონს მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა 1970 წელს მიუსაჯეს. ის სასჯელს ამ დრომდე იხდიდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ იურისტებმა პატიმრის საქმეს გადახედეს და დაასკვნეს, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება „უაღრესად საეჭვო“ იყო, შესაბამისად, ბრალდება ყალბია. ამის შესახებ „The Philadelphia Inquirer“ წერს.

 

ჯონსონი ჯერ კიდევ მოზარდობაში გაასამართლეს. ციხიდან ის 70 წლის ასაკში გამოვიდა და 2 შვილი ჰყავდა. საპატიმროს დატოვებაში მას „Abolitionist Law Center“ დაეხმარა. ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ ჰოლბრუკიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. არასრულწლოვან ასაკში მასაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

 

ჯონსონის დანაშაულის მტკიცებულებად გამოძიებამ მოზარდი მოწმის 30-საათიანი დაკითხვისას მიღებული ჩვენება მოიყვანა, რომელიც, რამდენიმე წლის შემდეგ, სასამართლოს „უკიდურესად საეჭვოდ“ მოეჩვენა.

 

როგორც ჯონსონთან ერთად საკანში მყოფი მამაკაცი აღნიშნავს, ის ბრალს არასოდეს აღიარებდა. მისი თქმით, დანაშაულის აღიარება შეთითხნილი იყო და ხელმოწერის მოსაპოვებლად სამართალდამცავები მას 21 საათის განმავლობაში ფიზიკურად აწამებდნენ.

 

 

big_banner
არქივი