logo_geo
მოძრაობა „თალიბანმა“ კიდევ ერთ საკვანძო მნიშვნელობის დასახლებაზე მოიპოვა კონტროლი
- +

14 აგვისტო. 2021. 15:14

 

 

მოძრაობა „თალიბანმა“ კიდევ ერთ საკვანძო მნიშვნელობის დასახლებაზე მოიპოვა კონტროლი. პულ-ე-ალამი ქაბულიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს დედაქალაქისკენ მისკენ.

 

ქაბულის იზოლაციაში მოქცევა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პულ-ე-ალამის აღების შემდეგ, პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ადგილობრივ ლიდერებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საგანგებო მოლაპარაკება გამართა.

 

მისი თქმით, ის არ დათმობს გასული 20 წლის მიღწევებს და უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ძალების მობილიზაცია, პრიორიტეტად დაასახელა.

 

პარალელურად კი, თალიბანმა იერიში დაიწყო, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ მაზარ-ი-შარიფზე.

 

 

big_banner
არქივი