logo_geo
თურქეთში სახანძრო თვითმფრინავმა, რომელიც სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთიდან იყო ნაქირავები, კატასტროფა განიცადა
- +

14 აგვისტო. 2021. 17:19

 

 

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ქაჰრამანმარაშთან კატასტროფა განიცადა Be-200-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავმა, რომელიც სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთიდან იყო ნაქირავები.

 

რუსული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე რუსეთის ხუთი და თურქეთის სამი მოქალაქე იმყოფებოდა.

 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურებია გაგზავნილი.

 

 

big_banner
არქივი