logo_geo
ქაბულში მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის თაობაზე მიმდინარეობს
- +

15 აგვისტო. 2021. 22:37

 

 

თალიბანი ქაბულში შევიდა - ავღანეთის დედაქალაქზე ხელისუფლება კონტროლს კარგავს. ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქი იყო, რომელსაც, ამ დრომდე, თალიბები ვერ აკონტროლებდნენ.

უცხოური სააგენტოების ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, ქვეყანა უკვე დატოვა. ამ დროისთვის კი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის თაობაზე. მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ ქალაქს ძალის გამოყენებით არ აიღებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი