logo_geo
გაერო-ს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის
- +

17 აგვისტო. 2021. 00:33

 

 

გაერო-ს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

უშიშროების საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ ავღანეთში კონფლიქტის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტის გზით არის შესაძლებელი.

 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არც „თალიბანმა“ და არც რომელიმე სხვა ჯგუფმა ავღანეთში არ უნდა დაუჭიროს მხარი ტერორისტებს, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედებენ.

 

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი