logo_geo
ბობ დილანი ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს
- +

17 აგვისტო. 2021. 10:44

 

 

ცნობილი მუსიკოსი ბობ დილანი 12 წლის ბავშვის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ინციდენტი 56 წლის წინ მოხდა. ინფორმაციას AFP ავრცელებს.

 

ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი ქალმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ მუსიკოსმა ის 1965 წელს გააუპატიურა. მისი თქმით, ამ დროისთვის მუსიკოსი 24 წლის იყო, გოგონა (J.C.) კი - 12-ის.

 

მოსარჩელე აცხადებს, რომ ბობ დილანი მასზე 6 კვირის განმავლობაში ძალადობდა.

 

„დილანმა გამოიყენა მუსიკოსის სტატუსი, უზრუნველყო J.C. ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით და მრავალჯერ იძალადა მასზე სექსუალურად", - აღნიშნულია სარჩელში.

 

ქალის თქმით, ყველაფერი სასტუმრო Chelsea-ში ხდებოდა. ამ მოვლენებმა მას „მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა" დაუტოვა.

 

ბობ დილანის წარმომადგენლის თქმით, „56 წლის წინანდელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება", და მუსიკოსი „თავს ენერგიულად დაიცავს".

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი