logo_geo
ხანძრის გამო, საფრანგეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

17 აგვისტო. 2021. 12:24

 

 

საფრანგეთში ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

ხანძარი ტულონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სიგის ავტომაგისტრალის მახლობლად გაჩნდა. ამ დროისთვის, ხუთიათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამწვარი. დაზიანებულია 100-მდე სახლი.

 

მოსახლეობის ევაკუაცია ვარის დეპარტამენტში, სენ-ტროპეს მახლობლად განხორციელდა. ამჟამად მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა სხვა პრეფექტურებშიც მიმდინარეობს.

 

ხანძრის ადგილზე 750 მეხანძრე, ოთხი სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელებას ჰაერს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარიც უწყობს ხელს.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგზაო მოძრაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას რეგიონში გადაადგილებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

 

 

big_banner
არქივი