logo_geo
შრი-ლაკის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც კორონავირუსს მაგიით ებრძოდა, გადააყენეს
- +

17 აგვისტო. 2021. 15:41

 

 

შრი-ლანკის პრეზიდენტმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გადააყენა, რომელიც საჯაროდ უჭერდა მხარს კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობისა და მაგიური ელექსირების გამოყენებას. ამის შესახებ France 24 წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პავიტრა ვანაიარაჩჩი იანვარში თავად გახდა კოვიდინფიცირებული, იმის მიუხედავად, რომ საჯაროდ მიიღო ვირუსის საწინააღმდეგო „ვაქცინა“ - ანუ ადგილობრივი ჯადოქრის მიერ მომზადებული მაგიური ელექსირი.

 

მინისტრმა ქვეყანაში პანდემიის დასასრულებლად ასევე უჩვეულო მეთოდს მიმართა - ნოემბერში ის ადგილობრივ კაცთან მივიდა, რომელიც თავს ღმერთს უწოდებს და მის მიერ ნაკურთხი წყალი მდინარეში გადაასხა.

 

თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

 

ამასთან, პრემიერმა ვანაიარაჩი მინისტრთა კაბინეტიდან არ დაითხოვა. მას ტრანსპორტის მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

 

 

big_banner
არქივი