logo_geo
სუდოკუს გამომგონებელი გარდაიცვალა
- +

17 აგვისტო. 2021. 16:14

 

 

იაპონიაში სუდოკუს თავსატეხის გამომგონებელი, კომპანია Nicoli co-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაკი კაჯი გარდაიცვალა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

 

როგორც აღინიშნა, 69 წლის „სუდოკუს ნათლია" ტოკიოს მახლობლად ქალაქ მიტაკიში გარდაიცვალა. მას სანაღვლე სადინრების კიბო ჰქონდა.

 

სახელი „სუდოკუ" შედგება იაპონური იეროგლიფებისგან „რიცხვი" და „ერთადერთი". მოთამაშეებმა უნდა ჩაწერონ რიცხვები 1-დან 9-მდე რიგებში, სვეტებსა და ბლოკებში და მათი გამეორება თავიდან აიცილონ.

 

კაჯის თქმით, მან შექმნა თავსატეხი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ბევრი აზროვნება არ სურდათ.

 

თავსატეხი საქვეყნოდ პოპულარული 2004 წელს ბრიტანულ გაზეთ The Times-ში გამოქვეყნების შემდეგ გახდა.

 

 

big_banner
არქივი