logo_geo
ჯეფ ბეზოსის კომპანიამ NASA-ს სასამართლოში უჩივლა
- +

17 აგვისტო. 2021. 16:20

 

 

ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანიამ Blue Origin აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ის გახდა, რომ სააგენტომ მთვარის მოდულის მშენებლობის კონტრაქტი ილონ მასკის SpaceX-ს გადასცა. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

 

კერძოდ, Blue Origin NASA-ს ტენდერის ჩატარების დროს მისი წინადადებების „უკანონო და შეუსაბამო" შეფასებაში ადანაშაულებს. კომპანიის განცხადებით, გაფორმებულ ხელშეკრულებაში „სერიოზული პრობლემებია" და ის უსამართლოა.

 

NASA-მ სასამართლო სარჩელს 12 ოქტომბრისთვის უნდა უპასუხოს.

 

სარჩელზე კომენტარს კომპანია SpaceX ჯერ არ აკეთებს.

 

ცნობისთვის, მილიარდერმა ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა NASA-ს 2 მილიარდ დოლარამდე ხარჯების დაფარვა შესთავაზა, თუ მისი კომპანია Blue Origin მთვარის დაშვების მოდულის დამზადებაზე კონტრაქტს მიღებს. აშშ-ის მთავრობამ მისი წინადადება არ მიიღო და მთვარეზე გაფრენისთვის კოსმოსური მოდულის შექმნა და მომსახურება SpaceX-ს დაუკვეთა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი