logo_geo
დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან 20 ათას მიგრანტს მიიღებს
- +

18 აგვისტო. 2021. 12:35

 

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სამეფოში 20 ათასი ავღანელი მიგრანტის მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „Daily Telegraph“-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი წერს.

 

მისივე თქმით, პირველი 5000 ავღანელი დიდ ბრიტანეთში წლის ბოლომდე ჩავა.

 

„მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არაა, ამიტომ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს, შემოგვიერთდნენ. გვინდა, სხვებს ვაჩვენოთ მაგალითი, მაგრამ ამას მარტონი ვერ გავაკეთებთ. ბორის ჯონსონი ესაუბრა ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, NATO-ს გენმდივან იენს სტოლტენბერგსა და გაერო-ს გენმდივანს ანტონიუ გუტერიშს“, - აცხადებს პრიტი პატელი.

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

 

 

big_banner
არქივი