logo_geo
აშშ-ში პირბადეების რეჟიმი იანვრამდე გაგრძელდება
- +

18 აგვისტო. 2021. 14:20

 

 

თეთრი სახლი აშშ-ში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, ავტობუსებში, ასევე აეროპორტებსა და სადგურებში პირბადეების რეჟიმი 18 იანვრამდე გაახანგრძლივებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მისი ცნობით, გეგმების შესახებ მსხვილ ამერიკულ ავიაკომპანიებს 17 აგვისტოს აუწყეს.

 

ამჟამად პირბადეების რეჟიმი ტრანსპორტში 13 სექტემბრამდე მოქმედებს.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ახლანდელი მოთხოვნა პირბადეების ტარების შესახებ ყველა სახის სამგზავრო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის ტაქსზე ვრცელდება, ასევე სატრანსპორტო კვანძებზე: აეროპორტები, მატარებლის სადგურები, საზღვაო პორტები, ავტობუსები და საბორნე ტერმინალები, მეტროსადგურები.

 

 

big_banner
არქივი