logo_geo
„სიენენი“: აშშ-ის საელჩოს პერსონალმა საიდუმლო მასალებთან ერთად ავღანელთა პასპორტებიც გაანადგურა
- +

18 აგვისტო. 2021. 17:02

 

 

ქაბულში აშშ-ის საელჩოს პერსონალმა, ევაკუაციისთვის მზადების დროს ყველა სენსიტიურ დოკუმენტაციასთან ერთად, ავღანელების პასპორტებიც გაანადგურა.

 

„სიენენის“ ცნობით, ჯერ უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა პასპორტების განადგურება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტების „თალიბანის“ ხელში მოხვედრის შემთხვევაში პასპორტის მფლობელები დაჯგუფების სამიზნეები გახდებოდნენ.

 

პასპორტის არქონა გართულებულ მდგომარეობაში ჩააყენებს ავღანელებს, რომლებიც მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ, ყველა ხერხით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას.

 

სახელმწიფო დეპარტამენტს პასპორტების განადგურებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

 

big_banner
არქივი