logo_geo
ჩინეთმა „სინოფარმის“ ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა
- +

18 აგვისტო. 2021. 18:39

 

 

ჩინეთმა „სინოფარმის“ ვაქცინის 3-17 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.

 

მათივე განცხადებით, არასრულწლოვნებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აცრიან. ბავშვების ვაქცინაციის დროს პრეპარატის ეფექტურობა კი 96,1%-ს შეადგენს.

 

„ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, შესაძლოა იყოს მცირე რეაქცია, მაგრამ გართულებები არ დაფიქსირებულა“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

მანამდე ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის „სინოვაკის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.

 

 

big_banner
არქივი