logo_geo
ინდიანას შტატში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ორი ადამიანი
- +

19 აგვისტო. 2021. 10:34

 

 

აშშ-ში, ინდიანას შტატში მამაკაცმა ორ თანამშრომელ ქალს ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

 

შემთხვევა ერთ-ერთი საწარმოს ავტოპარკინგზე მოხდა, საიდანაც თავდამსხმელი, 26 წლის გერი ფერელი მიმალვას შეეცადა. თუმცა, ის დევნის ოპერაციის დროს ავარიაში მოყვა და პოლიციამ დააკავა.

 

გარდაცვლილები 21 წლის ფრომის მეისი და მისი ბებია, 62 წლის პამელა სლედი არიან. თავდამსხმელი და ორი მსხვერპლი იმ საწარმოში მუშაობდნენ, სადაც ავტომობილებისთვის სავარძლებს ამზადებენ. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

 

 

right_banner big_banner
არქივი