logo_geo
ჰონგ-კონგში ჩასული ნიკოლ კიდმანი კარანტინში არ გაუშვეს, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია
- +

19 აგვისტო. 2021. 13:12

 

 

მსახიობ ნიკოლ კიდმანს, რომელიც ჰონგ-კონგში სერიალში გადასაღებად ჩავიდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე გადაადგილების ნება დართო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

 

ადგილობრივი კანონმდებლობით, ქვეყანაში ჩასული უცხოელი სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროში თვითიზოლაციაში 7-დან 21 დღემდე ატარებს. კარანტინის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნიდან ჩადის ვიზიტორი. რეგულაცია ვრცელდება როგორც ვაქცინირებულ, ისე არავაქცინირებულ ტურისტებზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნიკოლ კიდმანზე ის არ გავრცელდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია.

 

სოციალურ ქსელებში ჰონგკონგელები აღნიშნავენ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გამო ბევრ მათგანს ნათესავები 2 წელია არ უნახავთ.

 

 

big_banner
არქივი