logo_geo
თურქეთში ახალი კოვიდ-შეზღუდვები დაწესდა
- +

20 აგვისტო. 2021. 10:10

 

 

თურქეთში ახალი კოვიდ-შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

როგორც „ანადოლუ“ იუწყება, ამიერიდან კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში მისულ აუცრელ მოქალაქეებს „პისიარ“ ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ. ეს ეხება ასევე არავაქცინირებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, სასწავლო წლის დაწყებიდან, სკოლის პედაგოგებსა და სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ არ აცრილან, „პისიარ“ ტესტის პასუხის წარდგენა კვირაში ორჯერ მოუწევთ.

 

ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია თურქეთში კვლავ ნებაყოფლობითი იქნება.

 

 

big_banner
არქივი