logo_geo
დონალდ ტრამპი: ძველი ცხოვრება მომენატრა...
- +

29 აპრილი. 2017. 22:04



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის გასვლის შემდეგ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ძველი ცხოვრება მოენატრა.


მისივე თქმით, ის ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ოცდაოთხსაათიან ყურადღებას უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რაც მის თავისუფლებას ზღუდავს.

 

„ძველი ცხოვრება მომენატრა... იმდენი რამ ხდებოდა... თავს ვგრძნობ, როგორც ნაჭუჭში. ასეთი დაცვის პირობებში ვერსად ვერ გახვალ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


ტრამპი, რომელიც წარმატებული და საქმიანი ნიუიორკელი ბიზნესმენი იყო, გაკვირვებულია, რომ ახლა მას უფრო მეტი სამუშაო აქვს, ვიდრე წარსულში.

 

„ვფიქრობდი, რომ უფრო იოლი იქნებოდა", - დასძინა დონალდ ტრამპმა.


29 აპრილს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 100 დღეს ამოიწურა.



 

right_banner big_banner
არქივი