logo_geo
„მან მაქცია ისეთად, როგორიც ვარ“ - ემანუელ მაკრონისა და მისი ცოლის სიყვარულის ამბავი
- +

29 აპრილი. 2017. 22:54


 

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებია მოექცა. ის აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა. მისი გამოჩენა ფრანგული პოლიტიკისათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ეს სიურპრიზი დიდ წარმატებაში გადაიზარდა. ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერია. მისი წარმატების კვალდაკვალ, მედია ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. მთავარი აქცენტი მის ცოლზე ბრიჯიტ ტრონიეზე კეთდება. 64 წლის ქალისა და 39 წლის პოლიტიკოსის ურთიერთობა ტაბლოიდების მთავარი თემაა.


სიმპათიურმა და ამბიციურმა პოლიტიკოსმა 24 წლით უფროს ქალთან ოჯახი 2007 წელს შექმნა, როცა ბრიჯიტის შვილები მისი ტოლები იყვნენ. მედიის ინფორმაციით, როდესაც ემანუელი 17 წლის გახდა, ბრიჯიტს უთხრა, როგორც უნდა ეცადოთ, ზურგი მაქციოთ, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. მედიაში წერენ, რომ ამის გამგონე ქალს გაეცინა, ის ხომ გათხოვილი იყო და სამ შვილს ზრდიდა. თუმცა, რამდენიმე წელში, 2007 წელს ბრიჯიტი მოულოდნელად გაეყარა ქმარს და ემანუელს გაჰყვა ცოლად. რადგან საკუთარი შვილები ემანუელს არ ჰყავს, ცოლის შვილიშვილებს უვლის და ამბობენ, რომ აღმერთებს მათ.

 

 

„ვერავინ ვერ გაიგებს, რა მომენტიდან გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში. ეს გრძნობა ჩვენ გვეკუთვნის. ეს ჩვენი საიდუმლოა", - განუცხადა ბრიჯიტმა ჟურნალისტ ანა ფულდას, წიგნში - „ემანუელ მაკრონი - შესანიშნავი ახალგაზრდა მამაკაცი".

 


​მედიის ცნობით, მაკრონის მშობლები ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, რატომ იყო მაკრონი დაინტერესებული უფროსი მასწავლებლით და არა მისი 30 წლის ქალიშვილით.


​მაკრონის მშობლების ჩარევა უშედეგო გამოდგა. წყვილი 2007 წელს დაქორწინდა.

 

„ჩვენ არ გვაქვს კლასიკური ოჯახი, ეს ცხადია. თუმცა, ჩვენს ოჯახში სიყვარულის ნაკლებობა ნამდვილად არ არის", - ამბობს მაკრონი „ბლუმბერგის" ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს.

 


ემანუელ მაკრონს ცოლთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ეს მის გამოსვლებშიც იგრძნობა.


„თუ მე გავიმარჯვე, ნუ ღელავთ, ის ჩემს გვერდით იქნება. ის საკუთარ ადგილს დაიკავებს. მე მისგან დავალებული ვარ. მან მაქცია ისეთად, როგორიც ახლა ვარ", - განაცხადა 8 მარტს სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი