logo_geo
ზინედინ ზიდანი ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაზარალებულ რეგიონს 2 მილიონი ევროთი დაეხმარა
- +

21 აგვისტო. 2021. 00:22

 

 

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ალჟირს ტყის ხანძრებისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ფინანსური დახმარება გაუწია. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe წერს.

 

49 წლის ფრანგმა ხანძრებისგან ალჟირის დედაქალაქიდან 100 კილომეტრით დაშორებულ დაზარალებულ კაბილიას რეგიონს 2 მილიონი ევრო გამოუყო.

 

კაბილიაში ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე 65 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი