logo_geo
კეი-პოპ ჯგუფი BTS-ი კორონავირუსის გამო მსოფლიო ტურნეს აუქმებს
- +

21 აგვისტო. 2021. 01:33

 

 

„კეი-პოპ მუსიკალური ჯგუფი BTS-ი მსოფლიოში კოვიდ 19-ის პანდემიის მიმდინარეობის გამო, მუსიკალურ ტურნეს სახელწოდებით Map of the soul აუქმებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

 

„ჩვენმა კომპანიამ ბევრი იმუშავა, რომ BTS-ის ტურნესთვის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელებულიყო, რადგან ვიცოდით, გულშემატკივრები რამდენად სულმოუთქმელად და დიდხანს ელოდებოდნენ მას. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კონცერტების დაგეგმილ ვადებში ჩატარება გართულდა. სწორედ ამიტომ იძულებულები ვართ გამოვაცხადოთ, რომ BTS-ის ტურნეს ვაუქმებთ“, - აცხადებენ ბენდის კონტრაქტორ კომპანია Big Hits Music-ში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი