logo_geo
კორსიკის პლაჟებზე აგრესიული ძროხები ადამიანებს ესხმიან თავს
- +

21 აგვისტო. 2021. 02:46

 

 

„საფრანგეთში, კუნძულ კორსიკაზე აგრესიული ძროხები პლაჟებზე შედიან და ადამიანებს ესხმიან თავს“, - ამის შესახებ გამოცემა Unilad-ი წერს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კორსიკაზე 15 ათასამდე ძროხა ცხოვრობს, რომელთა ნაწილი ფერმერებს ეკუთვნის, ნაწილი კი გარეულია. ბოლო თვეების განმავლობაში კუნძულის მცხოვრებლები რეგულარულად აწყდებიან აგრესიას ქუჩებსა და პლაჟებზე მოსეირნე ძროხების მხრიდან.

 

ივლისში ძროხა 70 წლის ქალს დაესხა თავს, რომელიც საავადმყოფოში ფეხის მოტეხილობით გადაიყვანეს. აგვისტოში აგრესიულმა ძროხამ 50 წლის ტურისტს რქებით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა.

 

ადამიანებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევების გამო ხელისუფლებამ საზოგადოებრივი პლაჟები დახურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი