logo_geo
ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე დარეგისტრირდა, რათა ავღანეთში შექმნილი სიტუაციის შესახებ წეროს
- +

21 აგვისტო. 2021. 10:10

 

 

ამერიკელი მსახიობი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი ანჯელინა ჯოლი Instagram-ზე დარეგისტრირდა, რათა ავღანეთში შექმნილი სიტუაციის პირობებში ავღანელების ისტორიების შესახებ წეროს.

 

„ჩვენ თვალწინ ავღანელი ხალხი სოციალურ ქსელებში თავისუფლად ურთიერთობისა და აზრის გამოხატვის შესაძლებლობას კარგავს. ამიტომ დავრეგისტრირდი Instagram-ზე, რათა გიამბოთ მათი ისტორიები, ვინც ადამიანის ძირითადი უფლებებისთვის იბრძვის“, - წერს ანჯელინა ჯოლი.

 

პირველ პოსტში მან მოიყვანა ავღანელი მოზარდი გოგოს წერილი, რომელშიც „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების ცხოვრებაში დაწყებული ცვლილებებია აღწერილი. მოზარდის თქმით, ადრე ქალებს მუშაობა, სწავლა და საკუთარი უფლებების ღიად დაცვა შეეძლოთ, ახლა კი საზოგადოებაში შეიმჩნევა შიში, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ „თალიბანი“ შეიცვალა“.

 

ანჯელინა ჯოლის Instagram-ზე ამ დროისთვის 4.3 მილიონი გამომწერი ჰყავს.

 

 

big_banner
არქივი