logo_geo
მექსიკას „გრეისი“ მიუახლოვდა
- +

21 აგვისტო. 2021. 16:39

 

 

ქარიშხალი "გრეისი" მექსიკას მიუახლოვდა. Reuters-ის ცნობით, მექსიკის პრეზიდენტმა მექსიკის ხუთი შტატის მოსახლეობას თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდა.

 

აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, „გრეისის“ სიჩქარე 195 კილომეტრია საათში და მას მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული.

 

ქარიშხლის მოახლოებასთან დაკავშირებით, მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის ძალებიდან ათასობით ადამიანი, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო-საზღვაო-ფლოტი და ელექტროენერგიის სახელმწიფო ფედერალური კომისია სრული მზადყოფნის რეჟიმშია.

 

 

big_banner
არქივი