logo_geo
ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტა
- +

22 აგვისტო. 2021. 13:26

 

 

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება, მაშინ როდესაც, შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი ქვეყნის დასატოვებლად, - ამის შესახებ სააგენტო BBC იუწყება.

 

არსებული ინფორმაციით, აეროპორტი იკეტება იმისთვის, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზეა.

 

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ. ამის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური განშტოება ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავს.

 

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ახლა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ.

 

 

right_banner big_banner
არქივი