logo_geo
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ანგელა მერკელის დასახვედრად აეროპორტში არ შეუშვეს
- +

22 აგვისტო. 2021. 17:41

 

 

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ მას აეროპორტ „ბორისპოლში“ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დახვედრის ცერემონიაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

 

როგორც კლიჩკომ „ტელეგრაფაში“ დაწერა, პროტოკოლის მიხედვით, ის, როგორც უკრაინის დედაქალაქის მერი, მერკელს უნდა დახვედროდა, როგორც ამას კანცლერის კიევში წინა ვიზიტების დროს აკეთებდა.

 

„მაგრამ ამჯერად არ შემიშვეს. რა თქმა უნდა, ძალით არ შევალ. თუმცა ჩემი, როგორც მერის პრაქტიკაში ეს პირველად მოხდა“, - დაწერა კლიჩკომ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი