logo_geo
ვლადიმირ პუტინი ავღანეთიდან ლტოლვილების მიღების წინააღმდეგია
- +

23 აგვისტო. 2021. 10:53

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ავღანეთიდან ლტოლვილების მიღების წინააღმდეგია. ამის შესახებ პუტინმა მმართველი პარტიის შეკრებაზე განაცხადა.

 

„დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, უვიზოდ მიიღონ ლტოლვილები, თავად კი ამის გაკეთება არ სურთ. მეზობელ ქვეყნებთან ჩვენ არ გვაქვს სავიზო რეჟიმი და შესაბამისად, ამ ქვეყნებში შემოსული ლტოლვილები რუსეთის ტერიტორიაზეც შეძლებენ შემოსვლას. საუბარია ათასობით და შესაძლოა მილიონობით ლტოლვილზე და ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ეს ხალხი“, - აღნიშნა პუტინმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი