logo_geo
ტროპიკული ქარიშხალი „ჰენრი“ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა
- +

23 აგვისტო. 2021. 10:54

 

 

ტროპიკული ქარიშხალი „ჰენრი“ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა. სტიქიის საფრთხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს. ადგილობრივ აეროპორტებში ასობით რეისი გადაიდო. შტატის გუბერნატორის განკარგულებით, სტიქიური საფრთხის ზონაში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებისა და სპეცტექნიკის მობილიზება დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი