ტროპიკული ქარიშხალი „ჰენრი“ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა. სტიქიის საფრთხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს. ადგილობრივ აეროპორტებში ასობით რეისი გადაიდო. შტატის გუბერნატორის განკარგულებით, სტიქიური საფრთხის ზონაში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებისა და სპეცტექნიკის მობილიზება დაიწყო.