logo_geo
პირველად ივლისიდან ჩინეთში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
- +

23 აგვისტო. 2021. 13:29

 

 

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, პირველად ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

ქვეყანაში ეპიდემიის ბოლო აფეთქება 20 ივლისს ქალაქ ნანკინის აეროპორტის რამდენიმე თანამშრომელს შორის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებას უკავშირდება. მას შემდეგ, ჩინეთში 1200-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, თუმცა ინფიცირების ყველა შემთხვევა „დელტა“ ვარიანტით გამოწვეული არ იყო.

 

ეპიდემიის აფეთქების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მკაცრი ზომები დააწესეს, მათ შორის მილიონობით ადამიანის ტესტირება.

 

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიის მიმდინარე აფეთქების დროს კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსის 94 652 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 636 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი