logo_geo
საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
- +

23 აგვისტო. 2021. 14:19

 

 

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

 

საბერძნეთის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ ახალი ხანძრის გასაკონტროლებლად 46 მეხანძრე და 20 მანქანა გააგზავნეს.

 

ამასთანავე, ხანძრის ახალი კერის გამო, სამი დასახლების მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ტყის ხანძრების შესახებ ევროპული საინფორმაციო სისტემის (EFFIS) მონაცემებით, ორი კვირის განმავლობაში, საბერძნეთში ტყის თითქმის 100 ათასი ჰექტარი დაიწვა.

 

9 აგვისტოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო დღეები ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე იყო და რომ საბერძნეთი უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური უბედურების წინაშე დგას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი