logo_geo
ისრაელში აცხადებენ, რომ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის კამპანია ინფექციისა და სერიოზული დაავადებების შემცირებაზე გავლენას ახდენს
- +

24 აგვისტო. 2021. 13:02

 

 

ისრაელის ჯანდაცვის ოფიციალური პირები და მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის კამპანია გავლენას ახდენს ინფექციისა და სერიოზული დაავადებების მაჩვენებლის შემცირებაზე.

 

ისრაელში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელება ივნისში დაიწყო. გასულ კვირას, ისრაელში კორონავირუსის შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა 7 500-ს მიაღწია.

 

ისრაელში, 1-ლი აგვისტოდან 60 წელს ზემოთ პირების Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაიწყო. ვაქცინის მესამე დოზის შეყვანა მიზნად კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას ისახავს.

 

60 წლის ზემოთ ასაკის ვაქცინირებულ ადამიანებს შორის დაავადების გავრცელების მაჩვენებლის სტაბილურად შემცირება დაახლოებით 13 აგვისტოს დაიწყო და 1-ზე ქვემოთ ნიშნულზე ჩამოვიდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული ინფიცირებული ადამიანი ვირუსს ერთზე ნაკლებ ადამიანს გადასცემს.

 

მეცნიერები აცხადებენ, რომ გამაძლიერებელი დოზები გავლენას ახდენს ინფექციაზე, თუმცა მის შემცირებას სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს.

 

„შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ რაც შეიცვალა ის არის, რომ ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების ძალიან მაღალი ზრდა შემცირდა, ისევე როგორც პანდემიის გავრცელების ტემპი“, - განაცხადა ვეიცმანის ინსტიტუტის მონაცემთა მეცნიერმა და ისრაელის მთავრობის მრჩეველმა, ერან სეგალმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი