logo_geo
ესპანეთში სანაპიროზე ტონობით მკვდარი თევზი გამოირიყა
- +

24 აგვისტო. 2021. 16:54

 

 

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მარ მენორში სანაპიროზე ტონობით მკვდარი თევზი გამოირიყა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მომხდარის გამო გამოძიება დაიწყო, ადგილობრივები კი მთავრობისგან რეაგირებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ. ადგილობრივი მთავრობა თევზის დახოცვის მიზეზად ანომალიურად ცხელ ამინდს ასახელებს, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომხდარის მიზეზი ფერმერთა საქმიანობით გამოწვეული წყლის დაბინძურებაა.

 

ესპანეთის ცენტრალური მთავრობა მარ მენორის უბედურების ადგილად გამოცხადებას გეგმავს. ხმელთაშუა ზღვის ეს ლაგუნა ზღვის ბინადრებისთვის თავშესაფრად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში წყალი ლაგუნაში დაბინძურდა, რამაც ეკოსისტემის დეგრადაცია და 2016 და 2019 წლებში თევზის მასობრივი დახოცვა გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი