logo_geo
„თალიბანი“: აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს
- +

24 აგვისტო. 2021. 18:15

 

 

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-მა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოსთვის უნდა დაასრულოს.

 

ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, „თალიბანი“ ევაკუაციის ვადების გახანგრძლივებას არ დაეთანხმება.

 

„31 აგვისტო მოცემული ვადაა. ყველაფერი ამ ვადის შემდეგ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ადამიანების გაყვანა ამ თარიღამდე უნდა მოხდეს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ“, - აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი