logo_geo
ყაზახეთში არავაქცინირებული პირები შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო მოლებში აღარ დაიშვებიან
- +

25 აგვისტო. 2021. 12:39

 

 

ყაზახეთში არავაქცინირებული პირები შაბათ-კვირას რესტორნებსა და სავაჭრო მოლებში აღარ დაიშვებიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, კვირის უქმე დღეებში სავაჭრო მოლებსა და რესტორნებში შესასვლელად ვაქცინაციის დამდასტურებელი მოწმობის ან ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება იქნება სავალდებულო. შეზღუდვა ძალაში შაბათს შევა.

 

ყაზახეთში მომდევნო თვეში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლების გახსნა იგეგმება, რომლებიც 2020 წლის მარტის შემდეგ დახურული იყო.

 

პანდემიის დაწყების დღიდან ყაზახეთში კორონავირუსის 823 189 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 8 643-ს შეადგენს.

 

 

right_banner big_banner
არქივი