logo_geo
„თალიბანმა“ გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა
- +

25 აგვისტო. 2021. 18:09

 

 

„თალიბანმა“ გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი, მულა აბდულ ყაიუმ ზაქირი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

 

2001 წელს ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებული ზაქირი საპატიმროდან 2007 წელს გაათავისუფლეს. გავრცელებული ცნობით, ციხიდან გაშვებამდე მულა აბდულ ყაიუმ ზაქირმა პირობა დადო, რომ ბრძოლის ველზე აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, გათავისუფლებისთანავე დაიწყო სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა ჰელმანდის პროვინციაში.

 

მედიის ცნობით, ზაქირი ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ისმაილ ყაანის მეგობარია და ირანიდან ცოტა ხნის წინ თანამედროვე შეიარაღება მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ პაკისტანში ემიგრირებული ყაიუმ ზაქირი საბჭოთა ოკუპაციასთან მებრძოლ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდა, შემდეგ კი ახლად ფორმირებულ „თალიბანში“ გაწევრიანდა.

 

 

big_banner
არქივი