logo_geo
ჯანმო: კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია ვაქცინაციას აყოვნებს
- +

25 აგვისტო. 2021. 19:24

 

 

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსისა და ვაქცინების შესახებ დეზინფორმაცია ვაქცინაციას აყოვნებს, რაც გლობალურ დონეზე კორონავირუსის შემთხვევების ზრდას იწვევს.

 

„ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, დეზინფორმაციის რაოდენობა, როგორც ჩანს, მკვეთრად გაიზარდა და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც დამაბნეველია ფართო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მარია ვან კერხოვემ.

 

მისი თქმით, დეზინფორმაცია კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი გახდა, რომელიც ვირუსს გავრცელების საშუალებას აძლევს.

 

 

right_banner big_banner
არქივი