logo_geo
ვენესუელაში მეწყერს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
- +

26 აგვისტო. 2021. 12:25

 

 

ვენესუელას დასავლეთით მდებარე მერიდას შტატში ძლიერი წვიმების გამო ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

შტატის გუბერნატორის განცხადებით, 1 200-ზე მეტი სახლია დანგრეული ან დაზიანებული.

 

განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქები – ტოვარი, ბაილადორესი, ზეა და სანტა კრუზი. ოფიციალური პირების განცხადებით, დაზიანებულია ელექტროსადგური, რის გამოც ქალაქების მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, გაწყვეტილია სატელეფონო კავშირიც.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადგილზე 80 მაშველი და 60 სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი იმყოფება. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურებში შეიარაღებული ძალების ჩართვაც იგეგმება.

 

 

big_banner
არქივი