logo_geo
ყატარმა ამერიკისგან ახალი თაობის F-15-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო
- +

26 აგვისტო. 2021. 15:09

 

 

ყატარმა ახალი თაობის F-15-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო, რომელიც შეერთებული შტატებისა და კომპანია „ბოინგის“ მიერაა წარმოებული.

 

ტექნიკის გადაცემის ფორმალური ცერემონიალი აშშ-ის მისურის შტატში, „ბოინგის“ სათაო ოფისში მოხდა, რომელსაც ყატარის თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ მოჰამედ ალ ათია ესწრებოდა.

 

ყატარმა აშშ-სა და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოსთან სამხედრო თვითმფრინავების შეძენის თაობაზე, მას შემდეგ მოაწერა ხელი რაც, 2017 წლიდან ურთიერთობები დაეძაბა საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან და ბაჰრეინთან.

 

 

big_banner
არქივი