ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა იყო.
ათეულობით ადამიანი დაშავებულია. დაშავებულებს შორის 3 ამერიკელი სამხედროცაა.
25 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ტერორისტული თავდასხმის საფრთხე რეალურია.