logo_geo
ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
- +

26 აგვისტო. 2021. 19:32

 

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა იყო.

 

ათეულობით ადამიანი დაშავებულია. დაშავებულებს შორის 3 ამერიკელი სამხედროცაა.

 

25 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ტერორისტული თავდასხმის საფრთხე რეალურია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი