logo_geo
იენს სტოლტენბერგი: მკაცრად ვგმობ საზარელ ტერაქტს ქაბულის აეროპორტთან
- +

26 აგვისტო. 2021. 20:24

 

 

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას გმობს.

 

„მკაცრად ვგმობ საზარელ ტერაქტს ქაბულის აეროპორტთან. ვლოცულობ დაზარალებულებისა და მათი ახლობლებისთვის. ჩვენი პრიორიტეტი რაც შეიძლება მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილას ევაკუაციაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა იყო.

 

ათეულობით ადამიანი დაშავებულია. დაშავებულებს შორის 3 ამერიკელი სამხედროცაა.

 

25 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ტერორისტული თავდასხმის საფრთხე რეალურია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი