logo_geo
ჯო ბაიდენი: მივმართავ მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა - არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვნით და საფასურს გადაგახდევინებთ
- +

27 აგვისტო. 2021. 03:01

 

 

„აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ქაბულში მომხდარი ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა ფილიალმა განახორციელა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

„ეს ამერიკელი სამხედროები, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს, გმირები იყვნენ - გმირები, რომლებიც საშიშ და თავდაუზოგავ მისიაში იყვნენ ჩართულნი, რათა სხვების სიცოცხლე გადაერჩინათ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამხედროებს ბრძანება გასცა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იერიშის მიტანის გეგმები მოამზადონ.

 

„მივმართავ მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა: არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვნით და საფასურს გადაგახდევინებთ. მე დავიცავ ჩვენს ინტერესებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 15 - დაჭრილია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი