logo_geo
კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციელები დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივიან
- +

27 აგვისტო. 2021. 13:05

 

 

პოლიციის შვიდმა ოფიცერმა, რომლებიც აშშ-ის კაპიტოლიუმში შტურმის დროს მუშაობდნენ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი თანაშემწეებისა და რადიკალური დაჯგუფებების ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ „Axios“ წერს.

 

ოფიცრებს მიაჩნიათ, რომ არეულობა კაპიტოლიუმში ტრამპისა და მისი გარემოცვის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი შეტევა იყო და მიზნად კონგრესისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებისთვის ხელის შეშლას ისახავდა.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპმა თავის მხარდამჭერებს არეულობის შეწყვეტისკენ არ მოუწოდა, თუმცა იცოდა, რომ კაპიტოლიუმში მყოფებს საფრთხე ემუქრებოდათ. ყოფილმა პრეზიდენტმა მათი ქმედებები არც შტურმის შემდეგ დაგმო.

 

სამართალდამცველები ტრამპისგან კომპენსაციას ითხოვენ, რომლის ოდენობაც სასამართლომ უნდა განსაზღვროს.

 

6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმის დროს 140-მდე სამართალდამცველი დაშავდა. ერთი პოლიციელი შტურმის შემდეგ, მეორე დღეს დაიღუპა, კიდევ ოთხმა კი თავი მოიკლა. კონგრესმა კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა ის გაამართლეს. მაგრამ Facebook-მა, Instagram-მა და Twitter-მა მისი ანგარიშები დაბლოკეს.

 

 

big_banner
არქივი