logo_geo
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა
- +

27 აგვისტო. 2021. 14:56

 

 

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქების შემდეგ, ქაბულის აეროპორტიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახლდა. ათასობით ადამიანი აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფება და ქვეყნის დატოვებას ცდილობს.

 

26 აგვისტოს ტერაქტის შედეგად აშშ-ის არმიის 13 ჯარისკაცი დაიღუპა, რომლებიც მოქალაქეებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ.

 

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეს იყო აშშ-ის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც სამხედროებმა ერთ დღეში განიცადეს. 2011 წლის აგვისტოში ვერტმფრენზე განხორციელებულ თავდასხმას 30 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2020 წლის დასაწყისის შემდეგ, 26 აგვისტომდე, ავღანეთში არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაღუპულა.

 

ქაბულის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამური სახელმწიფო ხორასნის პროვინციაში“ აიღო, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი