logo_geo
ავღანეთში მუსიკის საჯაროდ მოსმენა აიკრძალება
- +

27 აგვისტო. 2021. 16:02

 

 

მოძრაობა „თალიბანი“, რომელმაც ავღანეთის დიდი ნაწილი დაიპყრო, ნებისმიერი მუსიკის საჯარო შესრულების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

მუსიკა ისლამში აკრძალულია. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ დავარწმუნოთ ადამიანები ასეთი რაღაცები არ გააკეთონ, რომ მათზე ზეწოლა განვახორციელოთ“, - აღნიშნა მუჯაჰიდმა, რომელიც ავღანეთის კულტურის მინისტრობის პრეტენდენტია.

 

მისივე თქმით, ქალებს სახლში დარჩენას არ აიძულებენ, როგორც ეს ავღანეთში 1990-იანი წლებში „თალიბანის“ მმართველობის დროს ხდებოდა.

 

ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე მუჯაჰიდმა ავღანელ ქალებს მოუწოდა, სახლიდან მათივე უსაფრთხოების გამო არ გავიდნენ, რადგან „თალიბანის“ მებრძოლებმა არ იციან, როგორ მოიქცნენ ქალების თანდასწრებით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი