logo_geo
პოლონეთში სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ
- +

27 აგვისტო. 2021. 19:53

 

 

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადამ ნეძიელსკის განცხადებით, ხელისუფლება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

მინისტრის თქმით, ვაქცინის მესამე დოზის მიღება მეორე აცრიდან სულ მცირე 28 დღეში იქნება შესაძლებელი.

 

სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ძალიან მალე ქრება, ამიტომ თითოეულ შემთხვევაში დამატებითი ვაქცინაციის დანიშნულება ინდივიდუალურად იქნება გაცემული. ეს არაა მექანიზმი, საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში, სავარაუდოდ, 1-ლი სექტემბრიდან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები მის მიღებას შეძლებენ“, - განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი